„ვულოცავ რუსეთის ყველა მეგობარს (განსაკუთრებით ბელგიის თავდაცვის იმბეცილ მინისტრს) ბირთვული წყალქვეშა დრონის „პოსეიდონის“ წარმატებით გამოცდას. „ბურევესტნიკისგან“ განსხვავებით, „პოსეიდონი“ შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილ განკითხვის დღის იარაღად” – წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, X-ზე და ამავე პოსტის კომენტარებში თავადვე წერს: „ბელგია გაქრება…“
“თუ პუტინი გადაწყვეტს ბრიუსელისკენ არაბირთვული რაკეტის გაშვებას და NATO-ს გულს დაარტყამს, ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ” | თქვა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა დღეს. პუტინმა კი თქვა, რომ რუსეთმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი უეკიპაჟო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გამოსცადა




