ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას -ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს ოპერაციის შემდგომ გართულებებთან დაკავშირებული ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.
„მდივანი გამოჯანმრთელებას აგრძელებს და ექიმების რჩევით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის მოვალეობებს დისტანციურად შეასრულებს, სანამ პენტაგონში სრული განაკვეთით დაბრუნდება. მას უსაფრთხო საკომუნიკაციო ობიექტებზე სრული წვდომა აქვს“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის ექიმებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში ყოფნისას ოსტინის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
შეგახსენებთ, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში 1-ელი იანვრიდან იმყოფებოდა და გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს ოსტინის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის