მე-10 სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის წესით გამოძიება არ დაწყებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 29 ოქტომბერს, თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.
კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის (125-ე მუხლი) და სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის (123-ე მუხლი) მუხლებით.
საუბარია, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათ მშობლების საპროტესტო აქციისას მომხდარ შემთხვევაზე, როცა დაუდგენელი პირი ხალხის მასაში შევარდა ავტომობილით.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომობილი ეჯახება იქვე მდგომ კაცს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აღნიშნული კაცი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძეა. თუმცა, შსს-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 29 ოქტომბრის, საღამოს, უკვე მეორედ გადაკეტეს ცოტნე დადიანის გამზირი. ისინი ღირსეულ პირობებში სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობას ითხოვენ. მე-10 სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ახალი შენობა დღემდე არ აუშენებიათ. მოსწავლეებისა და მშობლების მოთხოვნაა, სკოლის აშენებამდე, სამინისტრომ უზრუნველყოს ალტერნატიული ფართით, სადაც შეძლებენ განათლების მიღებას

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში