„გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე – დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში – ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას

ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს.
„დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა.
ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.
წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად.
თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის“, – აცხადებს აკაკი გვიანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის… დედებს და ქალებს რომლებიც სამუშაოდ გამოვიდნენ”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს