“გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ უკრაინას” – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დონორებს, უკირაინისთვის, $4,2 მილიარდის გამოყოფა სთხოვა, მსოფლიოს კი მოუწოდებს, არ დაივიწყონ .
„მაშინ, როდესაც მსოფლიოში ბევრი სხვა ადგილია, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ უკრაინას“, – მოუწოდა გაეროს წარმომადგენელმა, მარტინ გრიფიტსმა დიპლომატებს ჟენევაში.
გასულ წელს, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა, მოთხოვნილი $3,9 მილიარდიდან, თანხის 67% მიღო. 2024 წლისთვის, გაერომ შედარებით ნაკლები თანხა მოითხოვა და აპირებს, რომ საჭიროებები, უპირველესად, იმ ადამიანებსთვის დააკმაყოფილოს, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაში არიან. უკრაინასთან ერთად, ეს ღაზასა და სუდანში არსებულ მდგომარეობასაც ეხება.
„ჩვენ განზრახ ვამცირებთ იმ თანხის რაოდენობას, რომელსაც ვითხოვთ – არა იმიტომ, რომ გვგონია საჭიროებები მცირდება ან უკრაინელი ხალხისთვის ომის პირობები უმჯობესდება – არამედ იმიტომ, რომ პრიორიტეტიზაცია უნდა მოვახდინოთ“, – თქვა გრიფიტსმა.
გაეროს განმარტებით, უკრაინის მოსახლეობის 40%-ს, 14,6 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.