პარლამენტის წინ დემონსტრანტების ნაწილმა გზა კიდევ ერთხელ გადაკეტა

დღეს საღამოს, 29 ოქტომბერს, აქციების 336-ე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დემონსტრანტების ნაწილმა კიდევ ერთხელ გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი.
ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულები. დემონსტრანტების ნაწილი ტროტუარზე რჩება.
გზის გადაკეტვა – თუკი აქციაზე ამისთვის არასაკმარისი ოდენობის ხალხია – ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
წინა დღეებში, გზის გადაკეტვის შემდეგ, პოლიცია რამდენიმე წუთში მოუწოდებდა მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ, რის შემდეგაც გზას დემონსტრანტებისგან ათავისუფლებდნენ.
გზის გადაკეტვას რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტისკენ გამართული მარში უძღოდა პედაგოგ ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. დათაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა, დღეს გირაოთი გამოუშვეს საპატიმროდან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა