Nvidia და Uber გეგმავენ მსოფლიოში უდიდესი რობოტაქსის ქსელის შექმნას 100 000 მანქანით

Nvidia-მ Uber-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რათა შეიქმნას მსოფლიოში უდიდესი რობოტაქსებისა და ავტონომიური სატვირთო მანქანების ქსელი, – იტყობინება Nvidia-ს პრესსამსახური.
პროექტი დაფუძნებულია ახალ Nvidia Drive AGX Hyperion 10 ს პლატფორმაზე, რომელიც ნებისმიერ მანქანას საშუალებას აძლევს, გახდეს მე-4 დონის ავტონომიურობის მქონე რობოტაქსი.
Uber-ი ავტონომიური ტრანსპორტის მასშტაბურ ამუშავებას 2027 წლის დასაწყისში გეგმავს. კომპანიის მიზანია 100 000 მძღოლის გარეშე მანქანისგან შემდგარი გლობალური ტაქსის პარკის შექმნა, რომელიც ტრადიციულ მძღოლებთან ერთად იმუშავებს საერთო სატრანსპორტო ქსელში.
ყოველივე ამას მხარს დაუჭერს Nvidia Cosmos-ზე დაფუძნებული საერთო მონაცემთა ბაზა – სისტემა, რომელიც ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას ავტონომიური მანქანების სწავლებისთვის.