ბელგიის თავდაცვის მინისტრი – თუ ბრიუსელისკენ რაკეტას გამოუშვებს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, თეო ფრანკენის განცხადებით, თუ ბრიუსელს თავს დაესხმება, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები „მოსკოვს მიწასთან გაასწორებენ“.
კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ერთ დღეს ბრიუსელისკენ არაბირთვულ რაკეტას გაუშვებს, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: „არა, რადგან ამ შემთხვევაში ის ნატო-ს გულს დაარტყამს და ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ“.
ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ეჭვი გამოთქვა, რომ პუტინი ბრიუსელის მიმართულებით რაკეტის გაშვებას გაბედავს. მინისტრის თქმით, მას უფრო რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული ქმედებები აშფოთებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეს კომენტარი ბელგიაში რუსეთის საელჩომ პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო განცხადებას შეაფასა.
„სამწუხაროდ, ფრანკენის ავანტიურები იმ მილიტარისტული გადახრის განსახიერებას წარმოადგენს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება ევროპის ომის პარტიაში“, -განაცხადეს რუსეთის საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება