კრემლმა ორშაბათს განაცხადა, კიევის სამშვიდობო წინადადებაზე დავოსში დაგეგმილი მოლაპარაკებების უშედეგო იქნება, რადგან დისკუსიებში რუსეთი არ მონაწილეობს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში “სამხედრო ოპერაციას” გააგრძელებს იქამდე, სანამ მის ყველა მიზანს არ მიაღწევს. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, კრემლი კვლავ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უნდა წარიმართოს, რომელიც სტარტს ამ კვირაში აიღებს. შეხვედრაზე, მსოფლიო ლიდერები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისა და ისრაელი – “ჰამასის” ომის მიმდინარეობას განიხილავენ და კონფლიქტების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.
„ეს უბრალოდ საუბარია, ლაპარაკისთვის,“- ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და განმარტავს, რომ მოსკოვის ჩართულობის გარეშე, არცერთი დისკუსია შედეგით არ დასრულდება. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში საკუთარი მიზნების მიღწევას გეგმავს.
„ეს პროცესი არ შეიძლება იყოს მიმართული რაიმე კონკრეტული შედეგის მისაღწევად, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე – მასში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ნებისმიერი დისკუსია, მოკლებულია რაიმე შედეგის პერსპექტივას“, – ამბობს პესკოვი.
კრემლში ამბობენ, რომ უკრაინასთან მიმართებაში, აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინება და არსებული ომის დასრულების გზებზე, აქედან გამომდინარე მსჯელობა.
„კოლექტიურ დასავლეთს და უკრაინას არ სურდა გაეთვალისწინებინა ჩვენი უსაფრთხოების მოსაზრებები, ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ჩვენ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, – თქვა პესკოვმა.
რუსეთმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიის თითქმის მეხუთედს, “მშვიდობის ფორმულის” სახელით ცნობილი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა უარყო. კრემლმა, შეთავაზებას აბსურდი უწოდა და თქვა, რომ ამგვარი ფორმულა, რუსეთის ინტერესებს გამორიცხავს.
პრეზიდენტ ზელენსკის 10 პუნქტიანი გეგმა მოითხოვს, უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გასვლას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას და რუსეთთან უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენას.
ზელენსკის 10-ქულიანი გეგმა ითხოვს რუსული ჯარების გაყვანას, საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენას რუსეთთან.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უკრაინაში მიმდინარე ომს “გლობალურ ბრძოლის ნაწილად” განიხილავს და ამბობს, რომ დასავლეთის სურვილი რუსეთის განადგურებაა. ვაშინგტონი და პარტნიორი სახელმწიფოები, ვლადიმირ პუტინის ბრალდებას უარყოფს.