აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახმა 2025 წლის პირველ ნახევარში კრიპტოაქტივების გაყიდვიდან 800 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს მიხედვით, თანხის დიდი ნაწილი უცხოური წყაროებიდან მოდის, ვინაიდან დონალდ ტრამპის ვაჟები ბიზნესის რეკლამას საერთაშორისო საინვესტიციო ღონისძიებაზე წარადგენდნენ.
„როიტერის“ გამოანგარიშების თანახმად, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებებს, ფინანსურ ანგარიშებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა, 2025 წლის პირველ ნახევარში „ტრამპ ორგანიზეიშენის“ შემოსავალი 17-ჯერ გაიზარდა და 864 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს თანხა 51 მილიონს შეადგენდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიღებული შემოსავლის 90%-ზე მეტი ანუ 802 მილიონი დოლარი, კრიპტოვალუტის პროექტებიდან არის მიღებული, მათ შორის ციფრული აქტივების – ტოკენების World Liberty-ის გაყიდვიდან.
კრიპტოვალუტები შემოსავალმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ტრამპის ოჯახის ტრადიციული ბიზნესის შემოსავალს.
აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახმა 33 მილიონი დოლარი მიიღო გოლფკლუბებიდან და კურორტებიდან და 23 მილიონი დოლარი უძრავი ქონების დეველოპერების მიერ საზღვარგარეთ მისი სახელის გამოყენების ლიცენზიებისგან.




