ნინო წილოსანი – მ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა – დააკმაყოფილა რა ჩემი სარჩელი, განამტკიცა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩება

ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა! – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლევან ღამბაშიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებულ თანხას საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.
მ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა!
დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება.
რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ თავისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს“, – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, სასამართლომ ღამბაშიძეს 10 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საუბარია ლევან ღამბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე, სადაც ის წერდა: „ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონმშენებლისაგან“.