“შხაპზე გვაძლევდნენ 10 წუთს. თუ გადააცილებდი, გიბრახუნებდნენ – შამპუნი არაო” – ლიკა ბასილაია–შავგულიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, რომელსაც ქართული ოცნების სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადგან შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა, სოციალურ ქსელში, წერს:
შხაპზე გვაძლევდნენ ზუსტად 10 წუთს. თუ გადააცილებდი, გიბრახუნებდნენ და გიყვიროდნენ გარედან, არადა შხაპის მოსახერხებელი ტრაექტორიის დადგენას უნდებოდი მინიმუმ 5 წუთს, რადგან ჭავლი იფრქვეოდა სულ სხვა მიმართულებით და ასველებდა ყველაფერს შენს გარდა ფეხსაცმელების ჩათვლით, რომელიც კაბინის გარეთ გედო, რომ ვკითხეთ, ევროსტანდარტებშია შხაპიო. ჰოო, შამპუნი ერთჯერადი – არაო, არც სტანდარტული, არც შემოტანა, არც გაცემა, საპნით დაიბანეთ თავიო, (საპონი რაცხა რუსული “ბრენდი”) მეთქი რატომ – პლასტმასის ნივთები არ შეიძლებაო და ერთჯერადი პაკეტში მეთქი?! ნუ არაო და მორჩა.
ერთხელ მოვითხოვეთ პასტა და ფურცელი. ვიღაც გაბედულმა ზედამხედველმა მოგვცა 3 თაბახი და პასტა, დილით მეორემ გამოძიება დაიწყო, თუ ვინ გაბედა და მოგვცა პასტა და ფურცლები!!!

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“