თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვებას იშუამდგომლებს.
სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ხაბეიშვილიც.




