სამშაბათი ქართველების გუნდებით დახუნძლული დღეა. თუ ინგლისსა და ესპანეთში თასის მატჩებია, საფრანგეთში მორიგი ტურია.
ლიგა 1-ში კვლავ გალიდერებული პსჟ მე-10 ტურში “სტად დე მუსტუარს” (16 787) და “ლორიანს” ეწვევა – სამშაბათს, ჩვენი დროით 22:00 საათზე.
ლუის ენრიკეს გუნდმა ტრავმებისა თუ როტაციის გამო ცხრა ტურში 7 ქულა დაკარგა. პარიზელები ოპტიმალურ კონდიციებს აშკარად იბრუნებენ (ბოლო სამ მატჩში 13 შესანიშნავი გოლი) და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, გასულ კვირაში გოლი და ორი საგოლე პასი რომ ჰქონდა.
“ლორიანს” მიმდინარე სეზონში 8 ქულა აქვს და აქედან 7 შინ მოიპოვა, ეს კი მათ იმედს აძლევს. ამ გუნდს 12 გოლი აქვს გატანილი, რაც ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ 21 გაუშვეს, ეს კი ბევრია. რადგანაც “ლორიანმა” გასული სეზონი ლიგა 2-ში გაატარა, “კვარას' მათ წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია.
რაც ვიცით, დუბლის შემდეგ ჰაკიმის დასვენების საშუალება მიეცემა. სავარაუდოდ, მის ადგილს ზაირ-ემერი დაიკავებს. ნევეში და რუიზი, მინიმუმ, განაცხადში დაბრუნდებიან. შეტევის სამეულად დუე-დემბელე-კვარაცხელია უნდა აღდგეს. შესაბამისად, ძირითადად, ქართველი მარცხნიდან იქნება. გასული სეზონის გადამწყვეტ და წარმატებულ დროს სწორედ ისინი თამაშობდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით, ეს არ მომხდარა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში – ლი, ვიტინია, მაიულუ – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
“ლივერპული” EFL თასის მერვედფინალში “კრისტალ პალასს” სამშაბათს, 23:45 საათზე, “ენფილდზე” უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, ამ თასის წინა ეტაპზე, “მამარდამ” “საუთჰემპტონთან” (2:1) მოგებულ მატჩში ითამაშა და ალისონის ტრავმა რომ არა, მის გამოჩენას ისევ EFL-ზე ველოდით. იმ ვითარებაში, როცა გიორგი დიდი ხანია თამაშობს, სამშაბათს სასტარტოში გუნდის მესამე მეკარეს, ფრედერიკ ვუდმანს ელიან.
“ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა: ვუდმანი – რემსი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი – ენდო, მაკ ალისტერი – კიეზა, სობოსლაი, ნგუმოჰა – ეკიტიკე.
ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის 1/64-ფინალში “ვილიარეალი” ქვედალიგელ “სიუდად დე ლუსენას” ეწვევა – სამშაბათს, 23:59 საათზე.
დიდი ალბათობით, მარსელინო შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს და ქართველ თავდამსხმელს დასვენების საშუალება მიეცემა. მითუმეტეს, ამ კვირაში კიდევ ერთი ტური და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაა.
“ბრესტთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა – ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება – ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები…
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი – პსჟ-მ “ბრესტს” უპრობლემოდ მოუგო
[PHOTO] “სიტისთან” მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბრესტთან” მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა – “ვილიარეალმა” “ვალენსია” სტუმრად დაამარცხა
ასე მესის აჯობა – ესპანური მედია “ვალენსიას” მეკარეს იცავს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
იქნება კვარაცხელია სასტარტოში? – Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
დღეს: ქართველი მეკარე “ჩელსის” წინააღმდეგ, ფორვარდი – “რეალის” – “კვარა” არ იქნება




