გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ისინი დღეს გამართულ სასესიო სხდომას დაესწრებიან. მანამდე, ჩანიშნულია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის ბრიფინგი.
შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო სადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.