საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გია, 26 ოქტომბერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წლისთავზე ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოების ნაწილმა, მიუხედავად გამკაცრებული კანონებისა რუსთაველი გადაკეტა. ამჯერად მოვისმინეთ ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც.
მოქალაქეების სიმრავლის გამო ხელისუფლებამ ქუჩის გადაკეტვისთვის პროტესტის აქტივისტები არ დაუკავებია. როგორც ჩანს, 28 ოქტომბრისათვის დაგეგმილ აქციაზეც, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძის შარშან გაკეთებულ განცხადებას მიეძღვნება, ასე მოიქცევა.
თქვენ როგორ შეაფასებდით 26 ოქტომბრის აქციას? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივა აქვს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას?
– საერთოდ, პერმანენტული პროტესტი , რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგია რომ ამ მოძრაობას თან ახლავს, ძალაშია ის განცდა, რომ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ პროტესტი საკმაოდ სერიოზულია. მაგრამ, პრობლემა გახლავთ იმაში რომ ნებისმიერი პროტესტი არ უნდა იქცეს ერთგვარ ჩაკეტილ სისტემად.
ჩვენ ვხედავთ რომ ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად აპროტესტებენ რუსთაველზე და არ აძლევენ ხელისუფლებას დაწყნარების საშუალებას. ჩაკეტილი მდგომარეობიდან პროტესტის გამოყვანა, ვგულისხმობ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოების სხვა ნაწილის მიერთება არ ხდება.
ეს იმიტომ არ ხდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ საპროტესტო მოძრაობაში არიან ჩართული, ჩემი აზრით, რუსთაველზე საპროტესტო აქციების აქტივისტები ნაკლებად ზრუნავენ იმაზე, რომ მოხდეს საპროტესტო მოძრაობის კაპიტალიზაცია, რაც მხოლოდ, საზოგადოების კონსოლიდაციას შეიძლება მოჰყვეს. არ ხდება პროტესტის სტრუქტურირება, მიზნის დასახვა. ტელევიზორთან მსხდომი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ვერ ხედავს საბოლოო ჯამში გამოსავალს.
რუსთაველზე საპროტესტო აქციების აქტივისტები ნაკლებად ზრუნავენ იმაზე, რომ მოხდეს საპროტესტო მოძრაობის კაპიტალიზაცია, რაც მხოლოდ, საზოგადოების კონსოლიდაციას შეიძლება მოჰყვეს. არ ხდება პროტესტის სტრუქტურირება, მიზნის დასახვა. ტელევიზორთან მსხდომი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ვერ ხედავს საბოლოო ჯამში გამოსავალს
გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება. ადამიანები უყურებენ ტელევიზორს და ვერ ხედავენ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ მწყობრი გეგმა და შეუძლაით ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.
– რადგან პოლიტიკოსები გვერდით არიან გაწეული და მაინცადამაინც არ აქტიურობენ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ახალი ლიდერები სწორედ ამ საპროტესტო მოძრაობამ გამოავლინოს და გამოკვეთოს?
– რა თქმა უნდა, მაგრამ, ლიდერების გამოვლენას სჭირდება ხალხთან მუშაობა, არა დამუნათება და მხოლოდ მოწოდება გავიდნენ აქციაზე, ეს არ არის საკმარისი. ადამიანები უნდა დარწმუნდნენ რომ რუსთაველის პროსპექტის აქტივობა შედეგზეა ორიენტირებული.
უნდა გვესმოდეს რომ ყველა ადამიანი არ არის მზად სამოქალაქო გმირობისთვის. მისი განწყობა შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ ძალიან ნეგატიური იყოს, მაგრამ, ის რომ აქციაზე გამოვიდეს მას სჭირდება დარწმუნება, ანუ მათთან მუშაობაა საჭირო. შესაბამისი გეგმისა და ლიდერის გარეშე მოძრაობა ვერ გაძლიერდება. არ არსებობს არმია, რომელსაც მთავარსარდლის გარეშე ომი მოეგოს.
უნდა გვესმოდეს რომ ყველა ადამიანი არ არის მზად სამოქალაქო გმირობისთვის. მისი განწყობა შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ ძალიან ნეგატიური იყოს, მაგრამ, ის რომ აქციაზე გამოვიდეს მას სჭირდება დარწმუნება, ანუ მათთან მუშაობაა საჭირო
ამის ნაცვლად ოპოზიციაში ჩვენ ვხედავთ მუდმივ დაძაბულობას. იმ ჯგუფებს, ვინც 26 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო, ოპოზიციის მეორე ნაწილს ძალიან მკვეთრად აკრიტიკებს. მეტიც, ქვეყნის ღალატშიც ადანაშაულებს.
ასეთ სიტუაციაში ოპოზიციიდან რას უნდა ველოდოთ? ვიმეორებ, რუსთაველზე პროტესტი აუცილებელია, მაგრამ, ვხედავთ, შედეგზე არ არის ორიენტირებული, ის ილუზია რომ სისტემა ჩამოიშლება, ტყუილი მოლოდინებია.
რუსთაველზე პროტესტი აუცილებელია, მაგრამ, ვხედავთ, შედეგზე არ არის ორიენტირებული, ის ილუზია რომ სისტემა ჩამოიშლება, ტყუილი მოლოდინებია
– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. თუ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას მივადევნებთ თვალს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე იმასვე ამბობს, რასაც არჩევნებამდე და ეს ერთი წელია არჩევნების შემდეგ ამბობს.
ანუ, ოპოზიცია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთის „აგენტები არიან“. „ოცნებამ“ შეინაჩუნა იდენტობა, ებრძვიან ლგბტ პროპაგანდას, ინარჩუნებენ მშვიდობას, არ დაემორჩილენ დასავლეთის მოთხოვნას და რუსეთთან არ არიან სანქციების რეჟიმში და აძლიერებენ ქვეყნის ეკონომიკას.
რაზე მიუთითებს ის, რომ მმართველი გუნდი თავის ჩვეულ რეპერტუარშია და ოპონენტებთან და თუნდაც დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში არანაირი კორექტივები არ შეუტანია?
– რაც მუშაობს, ის ხელისუფლებამ რატომ უნდა შეცვალოს? ხელისუფლება თვლის რომ მათი პროპაგანდისტული, ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური, ვითომ ტრადიციული დაცვის სქემა საზოგადოებაზე კარგად მუშაობს და რატომ უნდა შეცვალოს?
სამწუხაროდ, ხელისუფლების ამ სიყალბეების გამოსავლენად ოპოზიცია არაფერს აკეთებს. მარტო იმის თქმა, რა პროპაგანდასაც ეწევა ხელისუფლება, არ არის საკმარისი.
ხელისუფლება თვლის რომ მათი პროპაგანდისტული, ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური, ვითომ ტრადიციების დაცვის სქემა საზოგადოებაზე კარგად მუშაობს და რატომ უნდა შეცვალოს?
ოპოზიციის სპიკერები თავის თავს ვალდებულად არ თვლიან ადამიანებს მათივე ენაზე აუხსნან და დაარწმუნონ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა აბსურდულა.
– 28 ოქტომბერსაც დაანონსებულია აქცია, რომელიც გაიმართება და ხალხის სიმრავლის გამო, ხელისუფლება არავის დააკავებს.
ვხედავთ, რომ ოპოზიცია მხოლოდ აქციების ორგანიზებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი პარტიების გაუქმებასა და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დამუნათებაზე არა მარტო საუბრობს, თავისი გეგმების რეალიზაციისთვის ემზადება.
თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, თუ რა მდგომარეობაშიცაა დღეისათვის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა?
– კარგი არაფერი ჰქვია. ვართ ღრმა კრიზისში. საზოგადოებაში არის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება და პროტესტი, გამოდის რომ ჩვენ არა მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, არამედ ოპოზიციაც. ამის გამოა რომ პოლიტიკური პროცესი პრაქტიკუალდ გაჩერებულია და იგი უბრალოდ, არ არსებობს.
სანამ საზოგადოებაში არ გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულების კონსოლიდაციისა და კაპიტალიზაციის უნარი არ ექნებათ, იმ ვითარებაში ვიქნებით, რომელშიც ვართ.
ვართ ღრმა კრიზისში. საზოგადოებაში არის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება და პროტესტი, გამოდის რომ ჩვენ არა მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, არამედ ოპოზიციაც. ამის გამოა რომ პოლიტიკური პროცესი პრაქტიკუალდ გაჩერებულია და იგი უბრალოდ, არ არსებობს
ხელისუფლება ამბობს, კი ბატონო, მე არა ვარ კარგი, მაგრამ, ვისაც ძალაუფლებაში მოსვლა უნდა, ჩემზე უარესია. ხელისუფლების მთავარი კოზირი ხელისუფლების სისუსტეა.
– ვნახეთ რომ ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესში გაკეთებული მილიონობით დოლარის ნაწილის „შოვნა მოინანია“, სუს-ის ექსმინისტრს გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვა, ნათესავები და ახლობლები დაკავებული არიან. არ გამორიცხავენ რომ ისიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფულის კეთებას მოინანიებს.
ის, რაც ახლა სახელისუფლებო გუნში ხდება, კორუფციასთან ბრძოლას არ ჰგავს, ცხადად კი ჩანს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს?
– ბანალური ბრძოლა მიდის ფულისა და ძალაუფლებისთვის. ეს არ გახლავთ უნიკალური მოვლენა. სამწუხაროდ, ავტორიტარული რეჟიმებისთვის ამგვარი რამ დამახასიათებელია. მეფის კარზე სხვადასხვა დაჯგუფებები იბრძვიან თავისი გავლენების გაფართოებისთვის და სალაროსთვის რომ გაიმყარონ ძალაუფლება.
ამოცანა იყო ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის პოლიტიკურად განეიტრალება-გაფუჭება და მათგან გარკვეული თანხების ამოღება. ამაზე მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკება. მოილაპარაკებენ, დარჩებიან გარეთ. არ მოილაპარაკებენ, ციხეში აღმოჩნდებიან. ასეთი თამაშის წესები
დღეის მდგომარეობით, მმართველი გუნდის ერთი ჯგუფი იმარჯვებს მეორე ჯგუფზე. მეორე ჯგუფთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის მიზანი კორუფციასთან ბრძოლა, ან ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის მაინცადამაინც დაპატიმრებაა.
ამოცანა იყო ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის პოლიტიკურად განეიტრალება-გაფუჭება და მათგან გარკვეული თანხების ამოღება. ამაზე მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკება. მოილაპარაკებენ, დარჩებიან გარეთ. არ მოილაპარაკებენ, ციხეში აღმოჩნდებიან. ასეთი თამაშის წესები.
– შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა ბრძოლების გამო ღარიბაშვილ-ლილუაშვილის გაშავებამ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა.
ამ ფაქტებმა რამდენად ხელშესახები რეპუტაციული ზიანი მიაყენეს „ქართულ ოცნებას?
– ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა ასე, რომ ქვეყანაში არსებობდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები. ასე რომ იყოს, მაშინ ამ ტალღას გადაყვებოდა ნებისმიერი ხელისუფლება. ხელისუფლებას აქვს კომფორტი ეს აკეთოს და ამის გამო პოლიტიკურად პასუხი არ აგოს.
რატომ? ვუბრუნდებით ისევ იმ საკითხს, შესაძლოა, ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, მაგრამ, ამღები თუ არავინ არის? რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მმართველ გუნდს. არც არაფერი.
– ღარიბაშვილ-ლილუაშვილის სახლებიდან რომ ფული და ოქროულობა იქნა ამოღებულია, მათ შორის იქნა დასახელებულ ექს-პროკურო ფარცხალაძის გვარი. ამ კომპანიაში ფარცხალაძის გვარის დასახელება უცნაურადაც კი გამოიყურება.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კომპანიაში ფირცხალაძის გვარის არსებობა?
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგი ხომ ახლა რუსეთის იმპერატორების, რომანოვების გვარს ატარებს?
– ფარცხალაძის თემა დაუკავშირდა მეორე – ჯანგველაძის მკვლელობის თემას. ამას ვინ აკეთებს, რატომ აკეთებს, ეს კერძო ინიციატივაა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს.
ფაქტი ისაა, რომ ფარცხალაძის მიმართ არის მაღალი ინტერესი და მიმდინარეობს გარკვეული ქონების გადანაწილება. როგორც ჩანს, ფარცხალაძე ბიზნესების გადანაწილების თემებში მნიშვნელოვანი ფიგურაა. შესაბამისად, ვიღაცის ინტერესშია ფარცხალაძის თემა ყველა ამ საკითხებს მიაბას.
– ფარცხალაძის თემა იმითაა საინტერესო, რომ იგი რუსეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან არის დაკავშირებული?
– მე მგონი „ქართულ ოცნებაში“ აღარავინ არ დარჩა, ვინც რუსულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული არ იყოს. მე მაინც მგონია, რომ ფარცხალაძის რუსულ კავშირებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
არა მგონია ფარცხალაძეს რუსეთში სერიოზული პოლიტიკური გავლენები ჰქონდეს და მის პერსონას რუსეთში ვინმე სერიოზულად განიხილავდეს. სამწუხაროდ, რუსეთს საქართველოში მათთვის სასარგებლო პიროვნებების მოძებნა არ უჭირთ.
შესაძლოა, ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, მაგრამ, ამღები თუ არავინ არის? რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მმართველ გუნდს. არც არაფერი
– 22 ოქტმბერს პუტინმა განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი ნიკოლაი უდოვიჩენკო დსთ-ს ფარგლებში არსებული ქვეყნების – აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის საკითხებში სპეცწარმომადგენლად დანიშნა.
იმის გათვალისწინებით, რომ არც „აფხაზეთის რესპუბლიკა,“ არც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ და არც საქართველო დსთ-ს წევრი ქვეყნები არ არიან, უცნაურადაც კი გამოიყურება პუტინის ეს განკარგულება.
ამ ამბავს საქართველოს საგარეო უწყება არანაირად არ გამოხმაურებია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ?
– ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს გარკვეული პროცესი, მათ შორის საქართველოშიც და ჩვენთვის სამწუხაროდ, ეს პროცესი მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.
რუსებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებენ. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯი იქნება ე.წ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსა და ამ ორ ანკლავს შორის, რაზეც დიდი ხანია საუბრობენ.
ეს ხმები უკვე საქართველოშიც ხშირად ისმის. როგორც ჩანს, უნდათ მიგვაჩვიონ იმ ფაქტს რომ მიმდინარეობს საქართველოს მცოცავი რეინტეგრაცია უკან, რუსეთის იმპერიაში.
„ქართულ ოცნებაში“ აღარავინ არ დარჩა, ვინც რუსულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული არ იყოს. მე მაინც მგონია, რომ ფარცხალაძის რუსულ კავშირებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ
სამწუხაროდ, თბილისში, სოხუმთან და ცხინვალთან ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ვიღაცეები ცდილობენ ჩვეულებრივ ამბად გაასაღონ, მაგრამ, სირთულე იმაშია, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან რაიმე ტიპის დოკუმენტზე რუსებთან ერთად ხელმოწერა, ნიშნავს სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებებისა და მათი „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ ცნობას.
– თუ საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღრის დამდგენი კომისია უნდა შეიქმნას, ჩვენს საგარეოშიც შეიქმნება ანალოგიური კომისია?
– შესაძლოა, ამ ეტაპზე ამგვარი კომისია თბილისში არ შეიქმნას, მაგრამ, რაღაც ეტაპზე შეიქმნება. ყოველ შემთხვევაში აქეთ მიჰყავთ საკმე. ასე ჩანს.
აფხაზეთთან და ცხინვალთან რაიმე ტიპის დოკუმენტზე რუსებთან ერთად ხელმოწერა, ნიშნავს სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებებისა და მათი „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ ცნობას
რუსები თავის ყველა შემდგომ ნაბიჯს პროპაგანდისტულად ამზადებენ. აი მაგალითად, რაში დასჭირდათ ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა? მეფე ერეკლეს იმიტომ კი არ დაუდგეს ძეგლი რომ მეომარი მეფე იყო, არამედ იმიტომ რომ ერეკლე მეფემ ხელი მოაწერა გიორგიევსკის ტრაქტატს.
ჩანაფიქრი ეს არის. ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევენ ამგვარ აზრებს. შემდეგ კი, როცა დასჭირდებათ კომისიის შექმნა, მაშინ შექმნიან. ანუ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის მიმართულების მოძრაობს.
„ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი




