ზალუჟნი ადასტურებს ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ადასტურებს აზოვის ცაზე ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას.
„მადლობა საჰაერო ძალებს აზოვისპირეთში ბრწყინვალედ დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.
მანვე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ქრება რადარიდან ორი რუსული თვითმფრინავი. სხვა დეტალების შესახებ, მაგალითად, რა იარაღით მოხდა რუსული ხომალდების განადგურებას, ზალუჟნის არ უსაუბრია.
Залужний підтвердив, що повітряні сили ЗСУ збили російський літак дальнього радіолокаційного виявлення А-50 та повітряний пункт управління Іл-22М. Відео з Telegram Залужного pic.twitter.com/ewGdOr4v8r — Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) January 15, 2024
14 იანვრის ღამით აზოვის ზღვის თავზე მ ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ამოიღო მიზანში და რაკეტა ორივეს მოარტყა, აქედან ერთი ზღვაში ჩავარდა, მეორე კი, დიდი ალბათობით, ავარიულად დაეშვა ანაპის აეროდრომზე. სა ოფიციალურ პირებს აღნიშნული ცნობა ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
უკრაინული მედიასაშუალება „RBC“ იტყობინება, რომ ჩამოგდებულია რუსეთის საჰაერო ძალების დიდი ზომის სადაზვერვო თვითმფრინავი А-50, რომელიც აზოვის ზღვის თავზე მორიგეობდა. რაც შეეხება Ил-22М11-ს, რომელზეც მფრინავი სამეთაურო პუნქტია განთავსებული, რაკეტის მოხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, რუსეთის ქალაქ ანაპის აეროდრომში ავარიულად დაეშვა. „RBC-ს“ ცნობით, მათ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ ითხოვს რადიოარხის საშუალებით პილოტი აეროდრომში მეხანძრე-მაშველების დახვედრასა და ევაკუაციას. თვითმფრინავის სიგნალი რადარებიდან სწორედ დაშვების მომენტში გაქრა, თუმცა უცნობია, რა ტიპის დაზიანება აქვს საფრენ აპარატს.
კიდევ ერთი უკრაინული მედიასაშუალების, Unian-ის ცნობით, რუსული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად უკრაინამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პატრიოტი“ გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა