ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა რუსეთის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
„უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული A-50 შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის საჰაერო კონტროლის ცენტრი – Ил-22 გაანადგურეს“, – აცხადებს ზალუჟნი.
მან უკრაინის საჰაერო ძალებს შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Ил-22 ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა