“ელ კლასიკოში” “ბარსელონა” “რეალთან” 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ლამინ იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ მორიგი თამამი განცხადება გააკეთა.
“გაგიმართლათ, რომ ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ბარსელონაში გნახავთ”, – დაწერა ნასრაუიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, იამალმა მატჩამდე განაცხადა, რომ “რეალის” ფეხბურთელები მსაჯების გამო მუდამ წუწუნებენ, რის გამოც “ბლანკოსის” მოთამაშეებსა და ესპანელს შორის “ელ კლასიკოს” შემდეგ კონფლიქტი მოხდა. კერძოდ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა დანი კარვახალმა და ვინისიუს ჟუნიორმა ლამინს ნაკლები ლაპარაკისკენ მოუწოდეს.
იამალის მამა: მომდევნო წელს “ოქროს ბურთი” ჩვენი იქნება
იამალის მამა დანით დაჭრეს – ის ადრე კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული




