ხატია დეკანოიძე – მარტის დასაწყისამდე ალბათ, კონფიგურაცია გამოჩნდება – კონსულტაცია და საუბარი მქონდა მელიასა და გვარამიასთან – ორივეს აქვს დიდი რესურსი, ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს

მარტის დასაწყისამდე ალბათ, კონფიგურაცია უნდა გამოჩნდეს, კონსულტაციები და საუბარი მქონდა სთან და სთან – ორივე ადამიანს აქვს დიდი რესურსი, ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, აქვთ თუ არა კონსულტაციები გვარამიას და მელიას ერთმანეთში, დეკანოიძე პასუხობს, რომ ეს მათ უნდა ვკითხოთ.
რაც შეეხება “ლელოს” და მელიას გუნდის შესაძლო გაერთიანებას, დეკანოიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ეს უფრო შეეხებოდა პოსტსაარჩევნო ალიანსს, ხოლო წინასაარჩევნო გაერთიანებაზე “ლელოსთან” რაიმე სახის გაერთიანებაზე ინფორმაცია არ არის.
“მარტის დასაწყისამდე, ალბათ, უნდა გამოჩნდეს კონფიგურაცია. მარტი, გაზაფხული იქნება ალბათ საბოლოო ათვლის წერტილი, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ შედგეს მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები. ესაა სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება. არამედ ეს იქნება სინერგია, რომელიც გაზრდის ხმების რაოდენობას. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს კონსულტაციები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან, საუბარი და კონსულტაციები მაქვს ნიკა გვარამიასთან მათ შორის. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ს წინააღმდეგ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მათი სინერგიული ერთობა, რომელიც შედგება, იქნება მნიშვნელოვანი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე სახის ალიანსზეა საუბარი “ლელოსთან”. ეს ალბათ ნიკას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ არ ყოფილა წინასაარჩევნო ალიანსზე (“ლელოსთან”) საუბარი. მნიშვნელოვანია შედგეს სინერგიული გონივრული ერთობა, რაც გულისხმობს ხმების, მათ შორის, გადაუწყვეტელი ხმების დამატებას.
ჩვენ ვსაუბრობთ და არაერთხელ მითქვამს, რომ ნიკა მელიასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია, ჩვენ ვსაუბრობდით და ეს შეეხებოდა რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კონსულტაციებს. გვარამიასთან ასევე საუბარი არ შემიწყვეტია, როცა იყო იყო ციხეში და მას შემდეგ, რაც თავისუფლებაზე გამოვიდა. მივიჩნევ, რომ ორივე ადამიანს, აქვს დიდი რესურსი და პოტენციალი, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს, ერთობას. ამ ეტაპზე არის მხოლოდ საუბარი, მათ შორის, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იყვნენ ჩემი მეგობრები წლების განმავლობაში. მარტი იქნება ის, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ნიკა როგორც ვიცი წარდგება ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში, ძალიან საინტერესო კონფიგურაციაზე საუბრობენ მისი წარმომადგენლები, ვფიქრობ საინტერესო და ცხელი გაზაფხული გველოდება,”- განაცხადა დეკანოიძემ.