სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

ერთი წლის თავზე ყველაფერი გაშიშვლდა. საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან -კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი , ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს.
„ერთი წლის თავზე, ყველაფერი გაშიშვლდა. ეს საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან. ტოტალურში, რომლის ასეთი მასშტაბი არსად გამიგონია. ვეღარ ვითვლით ასეულ მილიონებს, სად მიდის. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი სამშენებლო ოფისი, მაგრამ ასევე მიწების გარიგების გაერთიანებულ არაბთა ემირატებთან. ვითომ კინო რუსთაველი ვერ დარჩებოდა რუსთველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები. ამ რეჟიმმა უკვე წააგო, აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია! ჩვენ, ვალდებულები ვართ, კიდევ ცოტა გავუძლოთ. მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს: მე მესმის, როდესაც ვამბობ: “ცოტა კიდევ გავუძლოთ” მარტივი სიტყვები არ არის. ამას როდესაც ვამბობ მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვისაც, რომლებიც ყოველ დღე აქ დგანან და საკუთარ თავზე იღებენ ამ მოძრაობის უწყვეტობას. ვიცი, არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რუსებს არ დავუთმოთ, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს.
აქ, უკვე ჩვენი, თქვენი გამარჯვებაა. კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი , ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამ მომავლისთვის ყველა ერთად ვდგავართ“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.