საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის საპარლამენტო აჩენებიდან გასული ერთი ერთი წელი შეაჯამა.
“26 ოქტომბრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ერთი წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია და ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს რუსული სცენარი უწოდა ისევე როგორც – 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს:
“ერთი წელი გავიდა, ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა ხალხი შეეტყუებინა აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება ყოფილიყო მოხარშული. ქართველი ხალხი ბრძენია, იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიან ბრძოლა ბოლომდე. რა გამოჩნდა ერთი წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა”.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო ჟურნალისტებს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე და ციხეშიც ხვდებიან.
“მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის რუსეთის მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი გადასამუშავებლად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმი




