“როგორც ამბობენ, სალომე გოგიაშვილი შემხებლობაშია ნარკოტიკული საშუალებების ბიზნესთან! ასეთ ქალს აფარებს სისტემა ხელს?” – რას წერს ლიკა შენგელია

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­სა და ლიკა შენ­გე­ლი­ას შო­რის და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენ­გე­ლია აქ­ვეყ­ნებს ვრცელ პოსტს, სა­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს. მისი თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს, რად­გან “არის მცდე­ლო­ბა, რომ გო­გი­აშ­ვილს ხელი და­ა­ფა­რონ”.

ლიკა შენ­გე­ლია წერს:

“მო­გახ­სე­ნებთ ,რომ ს.გო­გი­აშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით, მოხ­და ჩემი და­რე­პორ­ტე­ბა ინ­სტაგ­რამ­სა და ფე­ის­ბუქ­ზე, რის შე­დე­გა­დაც ვე­ღარ და­ვიბ­რუ­ნე ინ­სტაგ­რა­მი. ფე­ის­ბუ­ქი დრო­ე­ბით შევ­ძე­ლი და და­ვიბ­რუ­ნე, ამი­ტომ სა­ნამ მაქვს მას­ზე წვდო­მა, ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას ამ პლატ­ფორ­მა­ზე!!! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის თა­ო­ბა­ზე, საქ­მე აღიძ­რა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ს.გო­გი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, მის მიერ ჩა­დე­ნილ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე!!! პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ვი­თხოვ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას, რად­გა­ნაც არის მცდე­ლო­ბა, რომ ს.გო­გი­აშ­ვილს ხელი და­ა­ფა­რონ, რო­მე­ლიც რო­გორც ამ­ბო­ბენ, ასე­ვე შემ­ხებ­ლო­ბა­შია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ბიზ­ნეს­თან!!!!

რო­გორც ჩანს, ამ გზით ნა­შოვნ თან­ხებს მა­ხარ­ბებ­და რო­გორც ასეთ პი­რებს უწო­დე­ბენ “ბარ­გა” გო­გი­აშ­ვი­ლი, ხოლო მე მა­თხო­ვარს და გა­ჭირ­ვე­ბულს მე­ძახ­და…. მე შე­იძ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე რა­ღაც სირ­თუ­ლე­ე­ბი მაქვს და მარ­ტო ვზრდი ჩემს პა­ტა­რებს, მაგ­რამ სულ რომ პუ­რის ფული არ მქონ­დეს მა­გას არ ვი­კად­რებ ქალი და დედა!!!!! არა­ა­და­მი­ა­ნი სხვის შვი­ლებს, ქმრებს, ძმებს, დებს, გო­გო­ებს, ბი­ჭებს რომ თურ­მე წამ­ლავს და ანად­გუ­რებს… ასეთ ქალს აფა­რებს სის­ტე­მა ხელს???? პრო­კუ­რა­ტუ­რის სირ­ცხვი­ლია! მო­ვი­თხოვ, პრო­კუ­რა­ტუ­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას და მის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას სწო­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და მძი­მე ზი­ა­ნის გან­სა­ზღვრით, რად­გან მე ვსა­უბ­რობ სი­მარ­თლის და სა­მარ­თლის ენით!!!!!

მან უმ­კაც­რე­სად უნდა აგოს პა­სუ­ხი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე და ამას მი­ვაღ­წევ, სულ რომ ჩემი სი­ცო­ცხლის ფა­სად და­მიჯ­დეს! ყვე­ლა ადა­მი­ანს გვაქვს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა გვქონ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო, რომ­ლის ხელ­ყო­ფაც უმ­კაც­რე­სად დას­ჯა­დი და­ნა­შა­უ­ლია! თუკი ვინ­მე შე­ეც­დე­ბა ხელი შე­მი­შა­ლოს სა­მარ­თლის დად­გე­ნა­ში, თუ მას მისი ბინ­ძუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სტა­ტუ­სი და­ი­ცავს, ყველ­გან ყვე­ლას უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას გა­ვა­სა­ჩივ­რებ, ვიდ­რე სა­მარ­თალს არ მი­ვაღ­წევ!კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ, ბრა­ლი წა­ე­ყე­ნოს დრო­უ­ლად და შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ გო­გი­აშ­ვილს!!! და­ნარ­ჩე­ნი მისი სხვა უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა კი იმ სტრუქ­ტუ­რამ გა­მო­ი­ძი­ოს, ვი­საც ეს სფე­რო ეხე­ბა!

ასე­ვე მო­გახ­სე­ნებთ რომ დღემ­დე არ აქვს არა­ნა­ი­რი სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლი ჩემს მი­მართ და არა­ნა­ი­რი სამ სა­ა­თი­ა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი წარ­დგე­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­დაც გე­პა­ტი­ჟე­ბო­დათ დი­დის ამ­ბით ყვე­ლას მო­სას­მე­ნად! ყო­ვე­ლი მისი ქმე­დე­ბა არის სა­ცირ­კო გა­მოს­ვლა პუბ­ლი­კის­თვის ცი­ლის­წა­მე­ბე­ბით, მაგ­რამ სა­მარ­თალ­ში ეგ ყო­ვე­ლი­ვე არ ჭრის!!! სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ გა­კეთ­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ექ­სპერ­ტი­ზა , სა­დაც დად­გინ­და რომ არის მონ­ტა­ჟი , ფრა­ზე­ბის ჭრა და აი პროგ­რა­მე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა!

თუმ­ცა ამ დას­კვნის მო­ცე­მა­საც გვი­ჭი­ა­ნუ­რებ­დნენ ხე­ლის და­ფა­რე­ბის მცდე­ლო­ბის გამო !და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მით გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი გო­გი­აშ­ვი­ლი უკვე მონ­სტრად ევ­ლი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი­თა და ცი­ლის­წა­მე­ბე­ბით !!! აშან­ტა­ჟებს და აში­ნებს ჩემს გა­რე­მოც­ვას და შემ­დგომ­ში ნე­ბის­მი­ერს გა­უ­ბე­დავს იგი­ვეს !!! ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ და თა­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე აგებს უმ­კაც­რე­სად პა­სუხს! რო­გორც ის მო­ი­თხოვს ვიყო ჩუ­მად არ გა­მო­უ­ვა არა­ნა­ი­რი შან­ტა­ჟით !ვიბ­რძო­ლებ ბო­ლომ­დე და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ სა­მარ­თალს!” – წერს ლიკა შენ­გე­ლია.

და­პი­რის­პი­რე­ბა ლიკა შენ­გე­ლი­ა­სა და სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს შო­რის მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სტა­ტუ­სე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ლიკა შენ­გე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ლიკა შენ­გე­ლი­ამ სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე ფო­ტო­ე­ბი და პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ მას თავს და­ესხნენ და თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყეს.

თა­ვის მხრივ, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა “ოჯა­ხე­ბის და­მან­გრე­ველ ქა­ლებ­ზე“ და­წე­რა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი არ და­უ­წე­რია.

წყარო