მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავ ვინისიუსს მეგობარმა გოგონა ვირჯინია ფონსეკამ მეორე შანსი მისცა. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელის სავარაუდო ღალატის გამო დაშორდა.
ამის შემდეგ ვინიმ სოციალური ქსელის მეშვეობით 26 წლის ბრაზილიელ ტელეწამყვან, სამი შვილის დედა ვირჯინია ფონსეკას, საჯაროდ ბოდიში მოუხადა და სოციალურ ქსელში დაწერა:
”
“ყველას გვაქვს ისეთი მომენტები, რომლებიც გვაიძულებს დავფიქრდეთ და გავიზარდოთ. ცოტა ხნის წინ განვიცადე სიტუაცია, რომელმაც მაფიქრებინა, რომ საკუთარ თავში ჩამეხედა, ამერჩია დამოკიდებულება, რომელიც არ ასახავს იმას, თუ ვინ მინდა ვიყო და როგორი ურთიერთობების აშენება მინდა.
ვირჯინია საოცარი ქალია, მშვენიერი დედა და ადამიანი, რომლის მიმართაც უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ. მას შემდეგ, რაც შევხვდით, ის ბევრჯერ ჩამოვიდა მადრიდში ჩემს სანახავად, მიატოვა სამსახური, ვალდებულებები და ცხოვრება, რადგან ჩემთან ყოფილიყო.
მე შევხვდი შესანიშნავ დედას, წარმოუდგენელ პარტნიორს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ ვიყავით წყვილი, გულწრფელი კავშირი გვქონდა. არ მრცხვენია ვაღიარო, რომ უგულებელვყავი, საუკეთესოდ არ ვუპასუხე და იმედი გავუცრუე.
ამიტომ, მინდა საჯაროდ, ღია გულით ბოდიში მოვუხადო, რადგან მივხვდი, რომ ნამდვილი ურთიერთობები მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც არის პატივისცემა, ნდობა და გამჭვირვალობა. ახლა ნამდვილად მინდა ყველაფრის “გადატვირთვა”. არანაირი ტყუილი, არანაირი ჩხუბი, არანაირი ნიღბები. დიდი სიყვარულით, ზრუნვითა და პატივისცემით”, – წერდა ვინისიუსი.
ყოველივე ამის შემდეგ ფონსეკამ განაცხადა, რომ ვინისიუსმა ადამიანური და მამაკაცური საქციელი ჩაიდინა, დანაშაული მოინანია და მზადაა, რომ მეორე შანსი მისცეს.
უფრო მეტიც, ფონსეკა გუშინ მადრიდში ჩაფრინდა და დღეს “ბარსელონასთან” “ელ კლასიკოში” თავის საყვარელ ადამიანს ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს.
ჰანსი ფლიკს დღეს “რეალთან” მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
“ალ-აჰლი” მზადაა ვინისიუსი 300 მილიონად შეიძინოს
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
კონტრაქტს აღარ გააგრძელებს – კურტუა “რეალიდან” მალე წავა
საუდის არაბეთის კლუბი ვინისიუს სანაცვლოდ 300 მილიონი ფუნტის გადახდაზე თანახმაა
ტრენტს “ელ კლასიკოში” თამაში სურს – როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს
ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – მბაპე მოედანს მალე დაუბრუნდება
[VIDEO] დეიან ჰიუსენის ძმამ ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა – ნახეთ, როგორ ცეკვავს აზერბაიჯანულ სიმღერაზე ბაქოში გამართულ ქორწილში “რეალის” ვარსკვლავი
ჰანსი ფლიკს დღეს “რეალთან” მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
“სექსუალური მანიაკია, გამუდმებით თავისი პენისის სურათებს მიგზავნიდა” – ბრაზილიელმა მოდელმა ვინისიუსზე სკანდალური ამბავი მოჰყვა
“ოქროს ბურთი” როდრის და დემბელეს – მაშ ვინისიუსს რაღა? – რეალი აღშფოთებულია
[PHOTOS] ურთიერთობა სამი შვილის დედასთან? – ვინისიუსი ამ 26 წლის ტელეწამყვანს დაუკავშირეს
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი – კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს




