სინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის აქციის 60 მონაწილე დააკავეს.
უწყების განცხადებით, “მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა”.
უწყება აქციის მონაწილეებს “კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან” თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ “წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”.




