ტაილანდმა და კამბოჯამ, ს შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა -ის პრეზიდენტ­ ს შუამავლობით მიღწეულ ერთობლივ „სამშვიდობო შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი მალაიზიაში გააფორმეს და ხელმოწერის ცერემონიას დონალდ ტრამპიც დაესწრო.
-ის თქმით, მას ძალიან კარგად შეუძლია სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა და რომ ამაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა ზეწოლამ ივლისში, ორ ქვეყანას შორის საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტის გამო დაწყებული 5-დღიანი შეტაკებები შეაჩერა და ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. დონალდ ტრამპის ერთკვირიანი ტურნე აზიაში ასევე მოიცავს იაპონიაში ვიზიტს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან შესახვედრად და სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის (Apec) ლიდერების სამიტზე დასასწრებად.
მოგზაურობის მთავარი მოვლენა იქნება ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრა, რომელსაც გიონჯუში, Apec-ის ფარგლებში გაიმართება.