ინფორმაცია დაადასტურა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომლის თქმითაც, დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.
კლიჩკოს თქმით, კიევის დესნიანსკის რაიონში, “შაჰედის” ნამსხვრევები მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას, რის შედეგადაც გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა რამდენიმე სართული. დრონების იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა კიდვ ერთი ცხრასართულიანი შენობის ფასადი და ზედა სართულების გადახურვა.
ობოლონსკის რაიონში, დრონის ნანგრევები თექვსმეტსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა.
უკრაინულ ტელეგრამ-არხის, uniannet-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს რუსული დრონების იერიშის შედეგად მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ძლიერი ხანძარი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა 6,4 მილიონს აჭარბებს.
ფორუმი




