– აზიაში ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის მზად ვარ

აზიაში ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აზიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მას შევხვდებოდი. თუ ამ ინფორმაციის გავრცელება გსურთ, მაშინ მე ამისთვის მზად ვარ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ვაშინგტონთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად ბირთვულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთ კორეა გარკვეულწილად ბირთვული ძალაა“.
„როცა ამბობთ, რომ მათი ბირთვულ ძალად აღიარება უნდა მოხდეს, მე ვიტყოდი, რომ მათ ბევრი ბირთვული იარაღი აქვთ. მე ვიცი რამდენი იარაღი აქვთ. მათ შესახებ ყველაფერი ვიცი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა. -ის პრეზიდენტი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან