ნუკა არველაძე: მდინარაძე “აბაზრებდა” ამას, რომ ირაკლი მისი უახლოესი მეგობარია. და დღეს რანაირად?!..

“გამოიყვანეს სასაკლაოზე და გუშინ რომ ხოტბას ასხამდნენ და მართლა რომ იცნობდნენ, მე არც ვიცნობდი, ხომ აგიხსენი, მართლა რომ იცნობდნენ და იმასთან ერთად რესტორანში წასვლა რომ [ეამაყებოდათ] და რომ “აბაზრებდნენ” ამას, რომ ვაიმე, ირაკლისთან ერთად რესტორანში რომ იყვნენ და რომ ჭამეს საჭმელი ირაკლისთან ერთად, რომ ირაკლი მათი უახლოესი მეგობარია… მდინარაძე “აბაზრებდა” ამას, რომ ირაკლი მისი უახლოესი მეგობარია. და დღეს რანაირად?!.. […] უკაცრავად, ანუ რა გამოდის, რომ ს უახლოესი წრე ბიძინა ივანიშვილს პატივს არ სცემდა? 13 წლის მანძილზე? და ამას ყველაფერს ერთგულებას უმტკიცებს და ესენი ყველა “ხიხიებია”?!”   –  ამბობს ჟურნალისტი, ნუკა არველაძე.