გურჯაანში 40 წლის კაცმა 24 წლის ახალგაზრდა დაჭრა

გურჯაანში კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 14 იანვარს მოხდა.
ფორმულას ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა, რა დროსაც 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი კაცი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ცნობით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული სხეულის სხვადასხვა არეში. დაზიანებულია არტერია, ღვიძლი და გულმკერდის არე. ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ფორმულას -ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. კაცი დააკავეს.