-მა კოლუმბიის პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები დაასანქცირა

აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას -ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახაზინო დეპარტამენტმა კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო ფრანცისკო პეტრო ურეგო (გუსტავო პეტრო) დაასანქცირა, ნარკოტიკებთან ბრძოლის ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე დასანქცირებულია გუსტავო პეტროს რამდენიმე მხარდამჭერი, მისი მეუღლე, მისი ვაჟი.
„მას შემდეგ, რაც გუსტავო პეტრო ხელისუფლებაში მოვიდა, კოლუმბიაში კოკაინის წარმოება ათწლეულების უმაღლეს მაჩვენებლებამდე გაიზარდა, მასობრივად შემოვიდა შეერთებულ შტატებში და ამერიკელებს წამლავს. პრეზიდენტმა პეტრომ ნარკოკარტელებს აყვავების საშუალება მისცა და ამ აქტივობის შეჩერებაზე უარი თქვა. დღეს პრეზიდენტი ტრამპი ძლიერ ნაბიჯს დგამს, რათა დაიცვას ჩვენი ერი და ნათელი გახადოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების ტრაფიკს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის