агентство: მაკა ასათიანის შვილი ს სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებულია

რუსული დამოუკიდებელი მედიაპროექტი агентство წერს, რომ, გამოცემა Проект-ის გამოძიების მიხედვით, ბიზნესმენი მაკა ასათიანის შვილი ბიზნესსაქმიანობაში ს სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს მეთაურის პირველი მოადგილის შვილთანაა ჩართული. პროექტის გამოძიება ამ შემოდგომას გამოქვეყნდება.

აქამდე Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოში გახსნილმა ყულევის ნავთობტერმინალმა რუსული ნავთობის პირველი პარტია მიიღო. ყულევის ნავთობგადამამუშავებლის პროექტი ეკუთვნის კომპანია ბლექ სი პეტროლიუმს, რომლის დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი არის მაკა ასათიანის საკუთრებაში მყოფი მკ კაპიტალი.

агентство აღნიშნავს, რომ ნავთობის ბიზნესით აქამდე დაკავებული იყო მაკა ასათიანის შვილი, კახი ჟორ. 2016-2023 წლებში მას ეკუთვნოდა რუსული ნავთობით მოვაჭრე კომპაია, Oil Energy Group-ი, რომლის წლიური შემოსავალი 17.5 მილიარდ რუბლს უტოლდებოდა.

2018 წლიდან ჟორს საკუთრებიაშია რუსული კომპანია СДО-Логистик-ის 25%. ეს კომპანია ნავთობპროდუქტების ავტომობილებით გადაზიდვითაა დაკავებული. 2024 წელს კომპანიის მოგება 838 მილიონი რუბლი იყო, ზარალი 55 მილიონი. მისი პარტნიორი და СДО-Логистик-ის მთავარი მეწილე (51%) არის სერგეი ალექსეევი. Проект-ის გამოძიების მიხედვით, სერგეი არის რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, იგივე ГРУ-ს, ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევის შვილი.

ვლადიმირ ალექსეევი საჯარაოდ ცნობილი ევგენი პრიგოჟინის კსკ ვაგნერის ამბოხების დროს გახდა. მან გაავრცელა ვიდეომიმართვა ვაგნერის მებრძოლებისადმი და მათ ქმედებას “ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დარტყმა” უწოდა. ამის შემდეგ, რაც პრიგოჟინმა დონის როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბი დაიკავა, მან გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედრო მაღალჩინოსნებს, მათ შორის ალექსეევს ესაუბრებოდა. პრიგოჟინის მოთხოვნაზე, გადაეცათ გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი, ალექსეევი გულგრილად ამბობდა: “კარგი, წაიყვანე”.

სერგეი ალექსეევი, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვამდე, კომპანია რუსნტეფტში მუშაობდა. სწორედ ამ კომპანიამ მიაწოდა ნედლი ნავთობი საქართველოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელს.

2024 წლის თებერვალში ალექსეევის შვილის ბიზნესინტერესები პირდაპირ გადაიკვეთა მამამისის საქმიანობასთან, რომელიც სირიაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ნაწილებს ხელმძღვანელობდა.

агентство წერს, რომ 2024 წლის თებერვალში სერგეი ალექსეევმა სირიის მოქალაქე მოჰამად ჯაბერთან ერთად დააფუძნა მცირე კომპანია См-Агро, რომელიც როსტოვის ოლქში მეხილეობით არის დაკავებული. სირიაში ჯაბერი ცნობილია როგორც კონტრაბანდისტი და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭეი ჯგუფის, უდაბნოს შევარდნების ლიდერი. ეს ჯგუფი ნავთობობიექტებს იცავდა და შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას რუსეთისგან იღებდა. თავად ჯაბერი ადამიანის მოკვეთილი თავითაც პოზირებდა, რისი ამსახველი ფოტოც არსებობს. მან 2014 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანას ამჟამად ყოველწლიურად 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება უნდა შეეძლოს. იგეგმება ამ შესაძლებლობის 4 მილიონ ტონამდე გაზრდა. პროექტი ბლექ სი პეტროლიუმს ეკუთვნის. ქარხნის მშენებლობა დააფინანსა სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა – საქართველოს განვითარების ფონდმა. ასევე დამფინანსებლები იყვნენ ბანკი ქართუბაზისბანკი და ხალიკბანკი.

წყარო