“მეორედ მობრუნება არ უნდოდა პოლიტიკაში, მაგრამ მოხდა…” – რატომ გააკეთა ღარიბაშვილმა ის, რაც არ უნდოდა?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2016 წლიდან დღემდე, ბიზნესწარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხების, დაუსაბუთებელი ქონების გამო აქვს ბრალი წარდგენილი, რასაც აღიარებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის, ბიზნესის დატერორების და ა.შ. არამედ მას ბრალი წარედგინა კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველი პრემიერ მინისტრი, დატოვა თანამდებობა და წავიდა კერძო ბიზნესში. ჩინურ კომპანიასთან ჰქონდა მას ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა სოლიდური შემოსავალი, ჰქონდა კერძო ბიზნესი, ამ ბიზნესის წარმოების დროს, როდესაც მეორედ მოხდა მისი მობრუნება პოლიტიკაში. კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და პირობებში მოხდა, ეს არ სურდა, არ იყო მისი მიზანი, მაგრამ მოხდა. ეს არის 2016 წლიდან დღემდე, ბიზნესწარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხებია დაუსაბუთებელი ქონება და სწორედ ამ პერიოდს მოიცავს, ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და ეს აღიარა. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად და ეს იყო ღვინის ქარხნები, რომელიც ეკუთვნის მის მამას, ხელმძღვანელია ტარიელ ღარიბაშვილი, – ამბობს ლილი გელაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა – ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი. წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები