ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებულ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ დაამტკიცეს გეგმა სთვის გამოყოფილი სესხის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით.
Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი. სააგენტო განმარტავს, რომ ბელგიის პოზიცია გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რადგან 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დასაფინანსებლად გამოსაყენებელი აქტივები ბელგიურ ფინანსურ ინსტიტუტში, Euroclear-ში, ინახება.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბევრ მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ ბრიუსელში სამიტზე შეხვედრისას ლიდერები კონცეფციას დადებითად შეაფასებდნენ და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, ევროკომისიას, მომდევნო კვირებში ოფიციალური სამართლებრივი წინადადების წარდგენას სთხოვდნენ.
Reuters-ი წერს, რომ სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დეკლარაციის ტექსტი წინა პროექტებისგან შერბილებულია და კომისიას სთხოვს „ფინანსური მხარდაჭერის ვარიანტებს უკრაინის ფინანსური საჭიროებების შეფასების საფუძველზე“.
ს აქტივები უნდა დარჩეს უძრავად მანამ, სანამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომს არ შეწყვეტს და ომით მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ევროკავშირის ლიდერები საკითხს დეკემბერში დაუბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს