უკრაინელებმა, სავარაუდოდ, გაანადგურეს და დააზიანეს ორი რუსული თვითმფრინავი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ირიბად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურების და დაზიანების შესახებ.
უკრაინულმა მედიამ და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა 14 იანვარს, ღამით, გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს ს რადიოლოკაციური თვითმფრინავი А-50 და დააზიანეს ბომბდამშენი Ил-22. თვითმფრინავებს А-50 რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის.
„ეს თქვენ დნეპრისთვის… ჯერჯერობით დეტალების გარეშე“, – დაწერა დღეს, 15 იანვარს, ტელეგრამზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა. 14 იანვარს ერთი წელი გავიდა ქალაქ დნეპრში, მრავალსართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმიდან, რომელსაც 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ ცნობები А-50-ის განადგურების შესახებ ზუსტია, ხოლო Ил-22-ის შესახებ – 98%-ით. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვერსიაც, რომ თვითმფრინავები შეცდომით ჩამოაგდეს თავად რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა. ოფიციალურად არც ს და არც რუსეთს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას