-ის სენატმა უკვე მეთორმეტედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება

აშშ-ის სენატმა უკვე მეთორმეტედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება
-ის სენატმა უკვე მეთორმეტედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება. მედიის ინფორმაციით, კანონპროექტმა, რომელიც მთავრობის დაფინანსებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებდა, საჭირო 60 ხმიდან მხოლოდ 54 მიიღო, 46-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსების დაბლოკვას წინ საკანონმდებლო ორგანოში სენატორ ჯეფ მერკლის თითქმის 23-საათიანი სიტყვით გამოსვლა უძღვოდა. დემოკრატი ორეგონის შტატიდან აშშ-ის პრეზიდენტის ს თანამდებობაზე ყოფნის ცხრა თვეს აპროტესტებდა.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა პირველი ოქტომბრიდან შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა ფედერალური უწყებების დაფინანსების გეგმაზე ამერიკის პრეზიდენტისა და კანონმდებლების შეუთანხმებლობა.