64 წლის ლია მუშკუდიანი, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას თქმით, მან ლია მუშკუდიანის ასაკი გაითვალისწინა და მას 3 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ლია მუშკუდიანს შსს 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
