დიმიტრი მედვედევი – ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა – ტრამპი შეშლილი ევროპის მხარეს სრულად დადგა

აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა, – ასე ეხმაურება ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი -ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებას.
„ტრამპმა ბუდაპეშტის სამიტი გააუქმა. აშშ-მა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კიდევ რა იქნება ? Tomahawk-ების გარდა ახალი იარაღი იქნება? თუ კომენტატორებიდან ვინმეს ილუზია ჯერ კიდევ ჰქონდა – აი, ეს მიიღეთ. აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა. დიახ, ის ჯერჯერობით ბანდერული ს მხარეს სრულად არ იბრძვის, მაგრამ ეს ახლა მისი კონფლიქტია და არა მარაზმატიკი ბაიდენის! რა თქმა უნდა, იტყვის, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და კონგრესმა მასზე ზეწოლა მოახდინა. ეს მთავარს არ ცვლის: მიღებული გადაწყვეტილებები ს წინააღმდეგ ომის აქტია. ახლა ტრამპი შეშლილი ევროპის მხარეს სრულად დადგა“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.
მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებას „აშკარა დადებითი მხარე აქვს“.
„ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ბანდერულ სამალავებს ნებისმიერი სახის იარაღით დავარტყათ, ყოველგვარი მოლაპარაკებების გათვალისწინების გარეშე და გამარჯვებას იქ მივაღწიოთ, სადაც ეს შესაძლებელია – ხმელეთზე და არა საკანცელარიო მაგიდასთან, მტრის განადგურებით და არა უაზრო „შეთანხმებების“ დადებით“, – აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. ასავე, დასანქცირებულია “როსნეფტისა” და “ლუკოილის” 34 შვილობილი კომპანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ