UFC-ის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა Marca-სთან ინტერვიუში ილია თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია.
ბრიტანელი მებრძოლი UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის გამოწვევას მწვავე კრიტიკის ფონზე აგრძელებს.
“რომ არა მე, ილია თოფურიას სახელი და გვარი არავის ეცოდინებოდა. ის ძალიან ყალბია, ისევე როგორც მისი გამომწერების ნახევარი. “ინსტაგრამზე” მისი გამომწერები ბოტები არიან. ცდილობს კონორ მაკგრეგორის მსგავსი იმიჯი შეიქმნას, ამით დავიღალე.
ის გერმანელია, ესპანელიც კი არ არის და არც ქართველია. თოფურია გერმანიაში დაიბადა და ის გერმანელია. გთხოვთ, მომეცით ბრძოლა! მან კულისებში საკმარისზე მეტი ისაუბრა, მაგრამ როცა საქმე კონტრაქტზე ხელმოწერას ეხება, ის ამას არ აკეთებს. დიახ, ჩვენს შორის პირადული დაპირისპირებაა, რადგან მან მოიტყუა, თითქოს ომზე რაღაც ვთქვი და ეს არასდროს გამიკეთებია. რა გააკეთა შემდეგ? ჩემზე თავდასხმა სცადა მაშინ, როდესაც მე მარტო ვიყავი და ის 10 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა”, – განაცხადა პიმბლეტმა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე, თუმცა ამერიკული მედია თოფურიასა და პიმბლეტის შესაძლო დაპირისპირებაზე აქტიურად წერს, მაგალითად Cageside Access-მა რამდენიმე დღის წინ ქართველისა და ბრიტანელის ბრძოლის თარიღი და ადგილიც კი დაასახელა. თუ გამოცემას დავუჯერებთ, ილიას და პიმბლეტის დაპირისპირება 2026 წლის 10 იანვარს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
“წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს” – უმარ ნურმაგომედოვი
“ამის გამო ნამდვილი ცხოველია” – სენდჰეგენმა დვალიშვილის შესახებ ისაუბრა
“როგორ შეიძლება ამ ჩინელმა ბიჭმა თქვას, რომ ჩეჩენი რუსი არ არის?” – ჩიმაევი დვალიშვილის მომდევნო მეტოქეს დაუპირისპირდა
“ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი” – პედი პიმბლეტი
“იმდენად პატარა პიროვნებაა, რომ თოფურიას ჩხუბის სანაცვლოდ მილიონ დოლარს სთავაზობს” – პიმბლეტმა ცარუკიანზე ისაუბრა
“ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა” – UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
“მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ” – პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
“შენ ხარ ადამიანი, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა” – თოფურიამ დვალიშვილს მიმართა
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
“ ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა” – თოფურია მიმართვას ავრცელებს
“ვიცი, რომ ამ ბრძოლის ნახვა ყველას სურს, მაგრამ…” – თოფურიამ პიმბლეტთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა
“თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია” – არმან ცარუკიანი
“რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ყველაფერი კი ასე დაიწყო…” – პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა
