მარკ რუტე – პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა: მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს. მე აქ ვარ, რომ ვუთხრა მას: დიახ, ჩვენ მხარს გიჭერთ და გვსურს, რომ ეს მოხდეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, სრულად უჭერს მხარს -ის პრეზიდენტ ს ხედვას ში ომის და მკვლელობების შეჩერებასთან დაკავშირებით.
„ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი. რა შემიძლია გავაკეთო, რა შეუძლია გააკეთოს ნატო-მ, რათა მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ტრამპის ხედვას ში ბრძოლისა და მკვლელობების დასრულების შესახებ, მათ შორის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინმა მიიღოს პრეზიდენტის ხედვა, რომ მხარეები უნდა შეჩერდნენ, სადაც არიან. სრულად ვუჭერ მას მხარს და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის განხორციელება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.
მან დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მზადაა შეუერთდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სისტემას, რომელსაც ერთობლივად ავითარებენ ევროპა, კანადა, იაპონია და ავსტრალია.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსული ძალები კატასტროფულ დანაკარგებს განიცდიან.
„გასულ თვეში რუსებმა 20 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს. ომის დაწყებიდან მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ეს 1980-იან წლებში ავღანეთში ათწლიანი ომის დროს მომხდარზე მეტია. ეს უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებს.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს. მე აქ ვარ, რომ ვუთხრა მას: დიახ, ჩვენ მხარს გიჭერთ და გვსურს, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება კრემლს აიძულებს, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თანმიმდევრული ზეწოლის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია პუტინი აიძულოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს“, – აღნიშნა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“