რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების ნაწილმა გზა გადაკეტა, მათ შორის რამდენიმე ადამიანი წევს გზაზე და ავტომობილებს გავლის საშუალებას არ აძლევს.
სამართალდამცავები მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ხოლო აქტივისტები კი აცხადებენ, რომ პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე 329 დღეა იკრიბებიან.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ