რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებები იყო

გასულ ღამით აფეთქებები იყო ს კურსკის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს სამი რაკეტა(Точка-У) და „ს რეჟიმის“ მხრიდან „ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა“. კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თანახმად, სამი „უკრაინული რაკეტა“ ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.
ს კურსკის ოლქზე იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, საიდანაც რუსული არმია რაკეტებით და დრონებით უტევს უკრაინის ტერიტორიას. 2022 წლის დეკემბერში უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომს. 2023 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა კურსკის ოლქზე დრონებით არაერთი შეტევის შესახებ.