კახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი მ მშობლიურ სამტრედიას ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა.
განსაკუთრებული საჩუქარი, საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, კახა კალაძისგან წელს ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს გადაეცა. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა.
დღეიდან, ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს.
„უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც“, – განაცხადა ლაშა ნიკურაძემ.
სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: სტეფანემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ და მასტერმა მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და დაშინება და დაიცვას გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებები

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მიერ კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლის ფასადურ კამპანიას რეალურ ბრძოლასთან კავშირი არ აქვს – უნიჭო წინასაარჩევნო სპექტაკლია – „ოცნება“ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, კორუფციისთვის იბრძვის!