ბათუმში, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციას მართავენ

„ვინ გამოავლენს კორუფციას და ნეპოტიზმს თუ არ იქნება მედია“, – ამ ლოზუნგებით ბათუმში, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციას მართავენ.
მედიის წარმომადგენლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, არსებულ სიტუაციაზე დუმილი დანაშაულია.
„როცა ქვეყანაში ამდენი უსამართლობა ხდება და ჩვენს კოლეგებს აკავებენ, ამ დროს დუმილი დანაშაულის ტოლფასია. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ჟურნალისტს, ვისი უფლებებიც შეილახა, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ. თავისუფლება აქციაზე დაკავებულ ყველა უკანონო პატიმარს, რომელიც ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო დაისაჯა“, – აცხადებს ჟურნალისტი ნანა აბულაძე.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ბოლო დღეებში მედიის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია და ირაკლი წულაია დააკავეს. ყველა მათგანს გზის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა