სვეტლანა ტიხანოვსკაია – ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება ძლიერ მესიჯს უგზავნის ყველა პოლიტიკურ პატიმარს: თქვენ მარტო არ ხართ

ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება ძლიერ „მესიჯს“ უგზავნის ყველა პოლიტიკურ პატიმარს: თქვენ მარტო არ ხართ და ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის, – ამის შესახებ ბელარუსელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვულოცავ ანდჟეი პოჩობუტს და მზია ამაღლობელს 2025 წლის სახაროვის თავისუფლების პრემიის მიღებას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ გამბედაობას და წარმოადგენს სოლიდარობის ძლიერ ჟესტს ბელარუსი და ქართველი ხალხების მიმართ, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ- ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი – 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლ ფაშინიანი პუტინს – არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ – რუსეთის მოქალაქეების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერობის კანდიდატები იყვნენ