-ს წარმომადგენელი განმარტავს, მოითხოვს თუ არა უწყება სიტყვიერ შენიშვნა იმ მომიტინგეების მიმართ, რომლებიც გზის გადაკეტვის შემდეგ პოლიციაში თავად გამოცხადდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, უწყებამ რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა მისი აღიარებისა და თანამშრომლობის საფუძველზე მოითხოვა.
კითხვაზე, ექნება თუ არა -ს იგივე პოზიცია სხვა დემონსტრანტების მიმართაც, რომლებიც პოლიციაში თავად გამოცხადდებიან, ქიმბარიშვილი პასუხობს, რომ „ყველა პირის საქმე ინდივიდუალურია“.
„თითოეული „ქეისი“ ძალიან ინდივიდუალურია და თითოეულ პიროვნებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახდელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2025 წლის 20 ოქტომბერს გიორგი თავართქილაძემ თავად მიმართა ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოს განცხადებით. მან აღიარა თავისი სამართალდარღვევა, განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდა შეკრება-მანიფესტაციაში.
შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სიტყვიერი გაფრთხილება გამოყენებულიყო”,- განაცხადა ქიმბარიშვილმა.