ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიის ლიდერებს და შვეიცარიელ კოლეგას.
გარდა ამისა, ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და დავოსში არაერთ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შეგახსენებთ, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინაში ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი, ალენ ბერსე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ