აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა – დღეს ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში.
„საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო ამ ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა, წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას.
წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონული სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც.
ტრადიციულად, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ნამდვილად, ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა და გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, აძლიერებს აზერბაიჯანის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრად ევრაზიის რეგიონში,“ – განაცხადა ასადოვმა.
