Reuters – პერუს პრეზიდენტმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პერუს პრეზიდენტმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პერუს პრეზიდენტის, ხოსე ხერის ცნობით, დედაქალაქ ლიმასა და კალიაოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს და აღნიშნული ნაბიჯის მიზანს ქვეყანაში მზარდ დანაშაულთან ბრძოლა წარმოადგენს.
„დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენ თავდაცვიდან შეტევაზე გადავდივართ. ეს ბრძოლა საშუალებას მოგვცემს მშვიდობა, სიმშვიდე და მილიონობით პერუს მოქალაქის ნდობა უკან დავიბრუნოთ“, – განაცხადა პერუს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ლიმაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები მთავრობის მხრიდან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მოითხოვენ. საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.
პერუს პრეზიდენტმა, ხოსე ხერიმ, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა კონგრესის მიერ დინა ბოლუარტეს გადაყენების შემდეგ დაიკავა, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი დანაშაულთან ბრძოლა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან