თბილისის ქუჩებში, გრძელდება პირბადიანი ადამიანების დევნა, პოლიციის მიერ.
გამოცემა “პუბლიკამ” გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელი მოქალაქეს აჩერებს, მხოლოდ იმიტომ რომ პირბადე უკეთია. პოლიციელები მას ეუბნებიან, რომ პირბადე უნდა მოიხსნას.
მოქალაქე ეუბნება რომ კონცერტიდან მიდის სახლში, აჩვენებს ბილეთს და უხსნის, რომ სტომატოლოგიურ პროცედურებს გადის და ვერ მოიხსნის პირბადეს, პოლიციელი ითხოვს, მოიხსნას პირბადე და აჩვენოს კბილები. მოქალაქე აჩვენებს კბილებს
პოლიციელი:
-აგეე, გაქვთ კბილები.
მოქალაქე:
-აქ არ მაქვს, – გვერდითა კბოლებს აჩვენებს მოქალაქე. – სერიოზულად, მართლა პირბადის გამო გამაჩერეთ? სირცხვილია.
პოლიციელი:
-რა არის სირცხვილი? ჩვენი საქმე ეგაა.
მოქალაქე:
-სირცხვილია, მაჩერებთ და პირბადე ჩამოიწიე, კბილები მაჩვენეო ითხოვთ.
https://www.facebook.com/share/v/1DBW6ggPLB/
